კულტურის მინისტრი უწყების დაქვემდებარებაში მყოფ ყველა დაწესებულებას მოინახულებს
მიხეილ გიორგაძე ეტაპობრივად სსიპ-ების ხელმძღვანელებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდება და მათ პრობლემებს გაეცნობა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით, შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწავლობს და აფასებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობას და საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტულ გეგმას ადგენს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა დაწესებულების (სსიპ) მონახულებას და მათი პრობლემების ადგილზე გაცნობას გეგმავს.