სტატიები

ქალები გამსვლელ სიებში

მაია ბიძინაშვილი პროფესიით ეკონომისტია, არასამთავრობო/სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანის“ დირექტორი.  ,,ისწავლე და დაიცავი შენი და სხვისი უფლება” პროექტის ფარგლებში გენდერის თემაზე   კოორდინაციას უწევდა სიღნაღსა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტებში ქალთა უფლებების საკითხებს.

მაია ამბობს, რომ ქალთა მონაწლეობის გაზრდა ყველა სექტორში საქართველოს განვითარებისათვის აუცილებელია. თუმცა ქალთა პოლიტიკური ჩართულობა უაღრესად ამ ეტაპზე უაღესად მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო ორგანიზაცია „საპარლამენტთაშორისო კავშირმა“ (Inter-Parliamentary Union (IPU) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად გამოაქვეყნა  2014 წლის მსოფლიო რუკა, რომელიც ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას ასახავს. გამოკვლევის თანახმად, ქალების პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრისით, ტენდენცია მზარდია.

მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით, 190 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში   საქართველო 109-ე ადგილზეა პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით, ხოლო 42-ე ადგილზეა მთავრობაში ქალთა მონაწილეობით.

ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკაში ქალთა მაღალი ჩართულობის გამოცდილება და კულტურა არ არსებობს. 1921 წლიდან მოყოლებული, როცა საქართველოს პარლამენტში 6 დეპუტატი ქალი იყო, მნიშვნელოვანი განსხვავება არ გვქონია, მიზეზი კი ზოგადად, ქალის გენდერულ როლია, რომელთანც  წინააღმდეგობაში მოდის ლიდერი ქალის კონცეფცია:

„ჩვენი საზოგადოება იმდენად პატრიარქალურია, რომ ოჯახის შიგნითაც კი,  ქალები, გადაწყვეტილების მიღებაში ნაკლებად არიან ჩართულნი და რეალურად ეს პრობლემები დაკავშირებულია კულტურასა და მენტალიტეტთან“.

იმისათვის, რომ მეტმა ქალმა აირჩიოს პოლიტიკოსის კარიერა, არ არის საკმარისი მხოლოდ დროებითი და წამახალისებელი ზომები, მაგალითად, როგორიცაა კვოტირება პარტიულ სიებში. ამისთვის თავად პოლიტიკური პარტიების აქტიურობაა საჭირო. ქალები უნდა იყვნენ წამყვან პოზიციაზე გამსვლელ სიებში ჩასმული.

 სამწუხაროდ, საზოგადოებას არ აქვს გაცნობიერებული  ქალთა მონაწილეობის აუცილებლობა. პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ საზოგადოებისგან დაკვეთა, მოთხოვნა, რომ ქალთა მონაწილეობა გაზარდონ. მეორე მხრივ, არც ქალებისთვისაა პრიორიტეტული, რომ  პოლიტიკაში ჩაერთონ. ხშირად ჩვენს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მოღვაწეობა უარყოფით კონტექტსტში განიხილება. არადა, ხალხი უფრო მეტი ნდობით უნდა უყურებდეს პოლიტიკოს ქალბატონებს, ვინაიდან ისინი უფრო მეტი გაგებით მოეკიდებიან მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს, არ მოახდენენ ომისა და კონფლიქტების პროვოცირებას. გაიგებენ მოქალაქის ხმას და გულთან მიიტანენ მათ გასაჭირს. როგორც ქალი, დედა, სიმყუდროვის მცველი სადარაჯოზე დაუდგებიან თავიანთ მოსახლეობას. ქალ პოლიტიკოსს შეუძლია ბევრი რამ გაკეთოს თავისი ქალაქის, სოფლის განვითარებისათვის. მეტად ასახოს და ყურადღება მიაქციოს ქალთა პრობლემებს მმართველობის დონეზე. მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატების შერჩევისას პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ იმ კანდიდატებს, რომელთაც უნარი შესწევთ თავისი პროფესიონალიზმი და სამოქალაქო აქტივობა თავის ამომრჩეველს მოახმარონ, მოქალაქეები პოზიტიურად განაწყოს და მათი ხმა გადაწყვეტლების პროცესში ასახოს.  


 სტატია მომზადებულია „თელავის გენდრის მედია ცენტრის“ მხარდაჭერით