ახალი ამბები

1 დოლარის ღირებულებამ 2 ლარს კვლავ გადააჭარბა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 6 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0100 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.9977 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0123 ლარი შეადგინა.