ახალი ამბები

ინვესტორებს უცხოეთიდან მუშახელის ჩამოყვანა შეეზღუდებათ

კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნაბართვის მქონე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შრომით მოწყობას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოში მყოფი მუდმივი ბინადრობის ნაბართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უნდა არსებობდეს შრომითი იმიგრაციის იმგვარი მექანიზმი, რომელიც ინვესტორს, დამსაქმებელს მხოლოდ იმ შემთხვევებში მისცემს სამუშაო ძალის ქვეყანაში შემოყვანის უფლებას, როცა დამსაქმებელი შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალს ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოიძიებს. განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებას, ხოლო არალეგალურ შრომით მიგრაციას და ტრეფიკინგის შემთხვევებს გამორიცხავს.