ახალი ამბები

ერთი დოლარის ღირებულებამ 2 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.0 ლარს გადასცდა. დღეის მდგომარეობით, “საქართველოს ბანკში” მომხმარებელს 1 დოლარის შეძენა 2.04 ლარად შეუძლია, “თიბისი ბანკში” – 2.01 ლარად, ბანკ “რესპუბლიკაში” – 2.03 ლარად, “ლიბერთი ბანკში” – 2.02. კომერციულ ბანკებში 1 დოლარს 1.95-1.96 ლარის ფარგლებში იბარებენ. 
რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათში, კომერციული ბანკების მსგავსად, დოლარის შეძენის ფასი 2.0 ლარს გადასცდა.  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, დღეს, 23 იანვრს 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0308 ლარი შეადგინა.