ახალი ამბები

თელავის მერია კონკურსანტებთან გასაუბრებას მომავალ კვირაში გეგმავს

მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს თქმით, ტესტირების ეტაპზე 233 კონკურსანტი გამოცხადდა, დაწესებული მინიმალური ზღვარის გადალახვა კი 147-მა კონკურსანტმა მოახერხა:
,,დაგეგმილი გვაქვს მომავალ კვირაში ჩავატაროთ კონკურსის ბოლო ეტაპი, თმცა კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ გვაქვს. შეჯამებული შედეგები და საუკეთესო კანდიდატები დასამტკიცებლად წარედგინება მერიასა და საკრებულოს”, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.geერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.