ახალი ამბები

ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი თელავის მედია კაფეში შეხვედრას გამართავს

მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდება.
დავით ბაქრაძე შეხვედრაზე ყურადღებას საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილებს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებს.
თელავში შეხვედრამდე დავით ბაქრაძე 10:30 საათზე, ყვარელში საჯარო მოხელეებს, ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.