ახალი ამბები

სკოლის მოსწავლეებს თეატრებში ექსკურსიებს მოუწყობენ

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ესტუმროს სასურველ თეატრს, დაათვალიეროს სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტის (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახები; აგრეთვე დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის არქივს და ისტორიას, დაესწრებიან რეპეტიციას, პირადად შეხვდებიან თეატრის რეჟისორებსა და მსახიობებს. ხოლო სპექტაკლებზე ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.
ექსკურსიის დასაგეგმად სკოლებს თავად შეუძლიათ თეატრების შერჩევა, თუმცა ამ ბაზაში თელავის სახელმწიფო თეატრი არ არის შეყვანილი.