თელავის მერმა წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა
მისი თქმით, იგი მზადაა მოისმინოს ახალგაზრდების ნებისმიერი ინიციატივა და მხარში დაუდგეს მათ იდეის განხორციელებაში.
,,ამ ადამიანებმა 2014 წელს სხვადასხვა მიმართულებით ასახელეს ქალაქი. გვინდოდა, რომ ამისთვის გადაგვეხადა მადლობა და დავპირებოდით, რომ ჩვენ სულ მათ გვერდით ვიქნებით და მხარში დავუდგებით”,-განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

