ახალი ამბები

ლარის კურსი ისევ ვარდნას იწყებს – 1 დოლარი უკვე 1.85 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 17 დეკემბრიდან 1 დოლარის შეძენა 1,85 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთა შორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ ორშაბათს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 1.84-ს შეადგენდა. შაბათ-კვირას ლარი 1 პუნქტით კიდევ უფრო მყარი იყო, შესაბამისად, 1 დოლარის შეძენა 1.83 ლარად შეიძლებოდა.