გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოცხადებულ 152 ვაკანსიაზე 1179 განაცხადია შესული
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს საბუთების გადარჩევა, რის შემდეგაც მეორე ტურში გადასული კანდიდატებისთვის ჩატარდება ტესტირება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ყვირალაშვილის თქმით, რაიონში საჯარო მოხელეთა რაოდენობა 38 შტატით იზრდება. მუნიციპალიტეტის გამგეობას შარშან 152 შტატი ჰქონდა, ახალი ფორმულით კი მათი რაოდენობა 190-მდე გაიზრდება.
,,კონკური მხოლოდ 152 შტატზე იყო გამოცხადებული. თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 152 შტატიდან 190-მდე გაიზარდა. აქედან 17 საკრებულოს დაემატა 21 შტატი კი გამგეობას,’’- განაცხადა ზვიად ყვირალაშვილმა.

