ახალი ამბები

თესაუს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 22 დეკემბერს გაიმართება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 22 დეკემბერს გაიმართება. რექტორის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 17 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს, 17:00 საათზე, დასრულდება. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ განცხადება; ასოცირებული პროფესორის ან პროფესორის დამადასტურებელი ცნობა; CV და ორი ფოტოსურათი 3X4. თესაუს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მთელი აკადემიური პერსონალი აირჩევს. 
15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.