ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტი 2 თვითმცლელი ავტომანქანის შეძენას გეგმავს

ნაგვის ბუნკერები ამ ეტაპზე თელავის მუნიციპალიტეტის მხოლოდ სამ სოფელშია განთავსებული და თვითმცლელი მანქანაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვარდისუბანს, რუისპირსა და იყალთოს ემსახურება. ამ სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის პროცესი დაიწყო. თვითმცლელს კვირაში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში კი სამჯერ გააქვს სოფლებიდან ნარჩენები. თვითმმართველი თემის სოფლების მოსახლეობის განცხადებით ნაგვის გატანა სოფლებიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა და ხალხი ნაგავს ადგილობრივ ხევებში ყრიდა.
2015 წლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან მოხდება და ბუნკერებიც ყველა სოფელში განთავსება. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი კიდევ ორი თვითმცლელი ავტომანქანის და 200-მდე ბუნკერის შეძენას გეგმავს.