ახალი ამბები

თელავში კახეთის პრობაციის ბიუროს განახლებული ოფისი იხსნება

ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი დაესწრებიან.
რეკონსტრუქციის შედეგად ოფისში მოეწყო პრობაციონერთა სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრების, პრობაციის ოფიცრების, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები, აგრეთვე ჯგუფური თერაპიის ოთახები. ოფისში ფუნქციონირებს ვიდეოპაემნის სერვისი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებთან ვიზუალური და ხმოვანი კონტაქტი განახორციელონ.
ინფრასტრუქტურის განვითარება პრობაციის სისტემის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
ღონისძიება კახეთის პრობაციის ბიურ