ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ”კახეთის იონის” წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა

მისი თქმით, აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეების მოთხოვნის საფუძველზე ფრანგული ენის სწავლება მიმდინარეობს, რომელიც ამ ეტაპზე საპილოტე საგანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სკოლის პედაგოგების თქმით, ფრანგული ენის სწავლება 1 ნოემბრიდან დაიწყო და მას მთლიანად სკოლის დირექცია აფინანსებს. 
”კახეთის იონის” წარმომადგენელმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერი, ვიდეო პროექტორი და წიგნები გადასცა.