ახალი ამბები

დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში 85 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 85 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. აქედან 81 ვაკანტური ადგილი გამგეობაშია, 4 საკრებულოში. გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, კონკურსი სამ ეტაპს საბუთების გადარჩევას, ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge 18 დეკემბრამდე შეუძლიათ. კონკურსანტებმა 51%-იანი ბარიერი (31 ქულა) უნდა გადალახონ.