ხელისუფლება სუბსიდირებულ იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს
ხელისუფლება სუბსიდირებულ იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს ხელისუფლება სუბსიდირებულ იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. ინიციატივის ერთ–ერთ მიზეზად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ასახელებს თურქეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე არსებული 30 % –იანი სუბსიდიას, რომელიც ამ ქვეყანას საქართველოში პროდუქტის დაბალ ფასად შემოტანის საშუალებას აძლევს.
ტყემალაძის განმარტებით, ახალი რეგულაციები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არ დაარღვეს და არც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უკმაყოფილებას გამოიწვევს.
“ყველაფერი ეს მიმართულია იქითკენ, რომ თუ კი ადგილზე არის რომელიმე დარგი, რომელიც უზრუნველყობს ქართულ ბაზარს, უფლება მიეცეთ, რომ დააყენონ ეს საკითხი, რომ ისინი უზრუნველყოფენ ხარისხიან პროდუქციას და მთელი რიგი შესწავლისა და გავლილი თუ გასავლელი პროცედურების შემდეგ, ანალოგიური სახის იმპორტს შეიძლება, რაღაც დროებითი, სეზონური რაღაც გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეს.
ვაჭრობის წესები და ვაჭრობის პრინციპი ის არის, რომ იყოს თანაბარ პირობებში ჩაყენებული, როგორც ადგილობრივი მეწარმე, ადგილობრივი ფერმერი, ასევე უცხოეთში მოღვაწე ფერმერები’’– განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.