ჩურჩხელა მსოფლიოს ყველაზე გემრიელი ტკბილეულის ათეულში მოხვდა
ჩურჩხელა მსოფლიოს ყველაზე გემრიელი ტკბილეულის ათეულში მე-8 ადგილზე მოხვდა. ,,ეს ქართული ტკბილეული ხილის, უფრო ხშირად კი, ყურძნის წვენისგან მზადდება, რომელშიც უნდა ამოავლოთ ძაფზე ასხმული კაკალი. ერთი შეხედვით მარტივი მოგეჩვენებათ, თუმცა ჩურჩხელას მომზადების პროცესი რთული და შრომატევადია, მაგრამ შედეგად მიღებული დესერტი ნამდვილად ღირს მასზე დახარჯულ ენერგიად’’, – ეს არის რეიტინგში ჩურჩხელას აღწერილობა. mediamall.ge-ის ინფორმაციით, უგემრიელესთა შორის უგემრიელესად ავსტრიული შტრუდელი დასახელდა. მას მოჰყვება ჩეხური ტრდლო. თურქული ფაჰლავამ მესამე ადგილი დაიკავა. ავსტრალიებებისა და ახალ ზელანდიელების საყვარელი პავლოვას ტორტი კი მეოთხე ადგილზე მოხვდა. უგემრიელესი ტკბილეულის რეიტინგში ასევე მოხვდა იტალიური ტირამისუ (5), ინგლისური ტრადიციული პუდინგი (6), იაპუნური ნაღების კანფეტები (7), ჩურჩხელა (8), ამერიკული ჩიზქეიქი (9) და ესპანური ტურონი (10).