ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,95-ია
პარლამენტის საფინანსო საბიჯეტო კომიტეტის წარმომადგენლების თქმით, ლარის კურსის გამყარება დაწყებულია და ის კიდევ უფრო დასტაბილურდება. “საქართველოს ეროვნული ბანკის” ბოლო მონაცემებით ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1 ლარი და 95 თეთრია, ევრო კი 2 ლარი და 41 თეთრი. “შესაბამისმა განცხადებებმა, არგუმენტებმა დაქმედებებმა შექმნა უკვე ის, რომ კვირა დღეს კურსმა საკმაოდ სერიოზულად ჩამოიწია. რა თქმა უნდა ეს უკვე არ არის ძველი ნიშნული, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალი კვირა მნიშვნელოვან გვარდატეხას შეიტანს ამ მიმართულებით“, – აცხადებს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე. მისივე თქმით, აუცილებელი სახელმწიფო უწყებათა კოორდინირებული მუშაობა, რათა ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა იქნეს უზრუნველყოფილი.