სავალუტო ჯიხურების ნაწილი დღეს დოლარს 1,90 ლარად ყიდის
დოლარის ფასმა გუშინდელთან შედარებით დაიკლო კომერციულ ბანკებშიც.
“თიბისი ბანკში” და “საქართველოს ბანკში”, 1 დოლარის გაყიდვის კურსია 2 ლარი, ხოლო ყიდვის – 1.92. “ლიბერთი ბანკში” მოქალაქეს 1 დოლარის შეძენა 1.97 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა – 1.87 ლარად.
დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისთვის 1.95 ლარს შეადგენს.