ახალი ამბები

ქალაქ თელავში ხანძარმა ელექტროენერგიის შეფერხება გამოიწვია

ქალაქ თელავის ცენტრალური უბნები დღეს 19:00 საათიდან  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიზეზი თაყაიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარია, რომლის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს. თელავის მერიის პრესსპიკერმა თეკლა იანვარაშვილმა Knews.ge – ს განუცხადა, რომ ხანძრის მიზეზი ჭერში გაჩენილი მოკლე ჩართვა იყო, რამაც სახლის აალება გამოიწვია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრები, სადაც ხანძარი გაჩნდა,  სახლში იმყოფებოდნენ და ამიტომ ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, თუმცა ელექტრო ხაზების დაზიანების გამო შუქის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.