თელავში დისკუსია „შშმ პირები და თვითმმართველობა“ გაიმართა
შეხვედრას კახეთის რეგიონის შშმ პირთა ასოციაციის წევრები, შშმ პირთა მშობელთა კავშირ „ნუგეშის“ წარმომადგენლები,თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საგანამანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლელებისათვის” წარმომადგენელის, ნანა გოჩიაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი იყო თელავში მოქმედ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, შშმ პირებსა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობისა და ეფექტური დიალოგის ხელშეწყობა.
მერიის წარმომადგენლებმა დისკუსიაზე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას და უფლებების დაცვას ეხებოდა.
,,შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო იმ საჭიროებებსა და პრობლემებზე, რომლებიც დღეისთვის შშმ პირებს აწუხებთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიზრუნოთ ნებისმიერ მოსახლეზე და მითუმეტეს მათზე, რომლებსაც ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ”,- განუცხადა Knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.