ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოცხადებულ 106 ვაკანსიაზე 1600 განაცხადი შევიდა

გამგეობაში აცხადებენ, რომ კონკურსი 20 ნოემბერს გამოცხადდა და განაცხადების მიღების ვადა პირველ დეკემბერს ამოიწურა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს განაცხადების განხილვა და გადარჩევა, რის შემდეგაც ტესტირების ჩატარების თარიღი გახდება ცნობილი.
,,განაცხადების გადარჩევის შემდეგ, ტესტირების თარიღი გახდება ცნობოლი, რომელსც განათლების ან იუსტიციის სამინისტრო ჩაატარებს. ვინც ტესტირებას გადალახავს, შესაბამისი კომისია გასაუბრებას ჩაატარებს და გადაწყვეტს ვინ დაინიშნოს ამათუიმ ვაკანსიაზე. რაც შეეხება მოთხოვნებს, მინიმალურია რადგან ყველამ შეძლოს მონაწილეობის მიღება,” – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.