ახალი ამბები

“ქართუ დაზღვევამ” აგროდაზღვევის პროექტი დატოვა

“ძალიან კარგად ხვდება ყველა რას აკეთებს, ეს სავარაუდოდ იყო ხუმრობა. სხვა კომენტარის გაკეთება გამიჭირდება ამ თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს არის მართლა სერიოზული პროექტი. ჩამოყვანილი გვყავდა უკრაინელი ექსპერტები, კონსულტაცია გავიარეთ ყველგან, სადაც შეიძლებოდა. ძალიან ბევრი ქვეყნის დაზღვევის მოდელი ავიღეთ და გავაკეთეთ ქართული მოდელი, რომელმაც პრაქტიკაში ძალიან კარგად იმუშავა. ერთადერთი მომავალ წელს გადავხედავთ იმას, რომ პირობები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. 18 000 პოლისზეა საუბარი, როდესაც არავინ იზღვეოდა, როგორ შეიძლება აღიშნული პროექტი შეფასდეს როგორც ხარვეზიანი, არ მგონია, რომ ეს სერიოზული განცხადება ყოფილიყო”, – განაცხადა დანელიამ.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, “ქართუ დაზღვევის” შესახებ კითხვა ჟურნალისტმა დასვა და პასუხად მიიღო, რომ “ქართუ დაზღვევაში” აცხადებენ, რომ ”მათთვის  გაუგებარია,  რას აზღვევენ”.  რაც შეეხება “ქართუ დაზღვევის” ბენეფიციარებს, დანელიას ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, პროექტში ჩართული სხვა სადაზღვევო ორგანიზაციის ბენეფიციარები გახდებიან.