საძოვრების გამოყენებაზე ტარიფები დაწესდება
საუკუნეების განმავლობაში, ეს საძოვრები გამოიყენებოდა ყოველგვარი რეგულაციის გარეშე, რომელმაც არსებითად დააზიანა ნიადაგი, წყალი და, ზოგადად, გარემო. შედეგად, მეცხვარეების სარჩო რისკის ქვეშ აღმოჩნდა.
აღნიშნული საკითხების დასარეგულირებლად ხორციელდება ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბალახის საფარის რეაბილიტაციასა და მეცხვარეობაში საძოვრების მართვის მდგრადი პრაქტიკის დანერგვას.
აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უფრო დიდი პროექტის Clima East-ის ნაწილია, რომლის ბიუჯეტი 18 მილიონ ევროს შეადგენს. Clima East მიზნად ისახავს კლიმატური ცვლილებების შემცირების და ადაპტირების ღონისძიებების სფეროში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მდებარე ქვეყნების დახმარებას.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერის, ალვარო ორტეგა აპარიციოს თქმით, მისთვის Clima East-ის პროექტების მთავარი ღირსება მდგომარეობს ბუნებასთან დამოკიდებულების დროს ინოვაციურ, რენტაბელურ მიდგომაში, რაც კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის საარსებო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
მისი განცხადებით, საპილოტე პროექტი საქართველოში ნათელყოფს, რამდენად შესაძლებელია, რომ ეკოსისტემის მართვის საშუალებით შემცირდეს სითბური გაზის გამოყოფა და კლიმატური ცვლილებების მავნე გავლენასთან გასამკლავებლად უკეთ მომზადდეს. პროექტის ადგილობრივი პარტნიორი და მთავარი ბენეფიციარია საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული დაცული ტერიტორიების სააგენტო. სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსის, თომა დეკანოიძის თქმით, მთავარი მიზანი იმის დადგენაა, რა სიტუაციაა ახლა აღნიშნული კუთხით, რათა შემდგომში საძოვრები დაიყოს. მისივე განმარტებით, მოსალოდნელია, რომ პროექტი საძოვრების გამოყენების სფეროში გონივრული სატარიფო პოლიტიკის შემოღების საფუძველი გახდება.
მეცხვარე ფორე თილიძეს აცახდებს, რომ სანამ მთავრობა საძოვრებზე გადასახადს დააწესებს, აღნიშნულ ადგილებში უნდა განათებისა და წყლის სისტემების შეკეთდეს.
,,ბალახის მდგომარეობა უნდა მოწმდებოდეს, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოგვთხოვოს მთავრობამ ფასის გადახდა. განსხვავებული მცენარეული საფარის მქონე მიწებს სხვადასხვა ფასი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ფორე თილიძემ.
სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსის, თომა დეკანოიძის თქმით, პროექტის შედეგად, დამოუკიდებელი აუდიტი დაიანგარიშებს საბაზრო ფასს თითოეული ჰექტარის საძოვრად გამოსაყენებლად.
„ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გაეგზავნებათ დეტალური რუკები; ამის შემდეგ, ამ ტერიტორიების გამოყენებაზე 5-წლიანი და 10-წლიანი ხელშეკრულებები დაიდება“, – აღნიშნა თომა დეკანოიძემ.
მეცხვარის ხარჯები ძირითადად გულისხმობს მწყემსის დაქირავებას (თვეში 1,200 ლარამდე ანაზღაურებით) და ბალახის ყიდვას (8 ლარი თივის ერთ კონაში), ხოლო შემოსავლები – ცხვრის, ყველის და მატყლის პროდუქტების რეალიზაციას. თუმცა, ეს უკანასკნელი მტკივნეული თემა გახდა.
„მატყლს უბრალოდ ვყრით, რადგან საბჭოთა კავშირის დროს მისი გაყიდვა ტრანსპორტირების ხარჯებსაც კი ვერ ანაზღაურებს. როდესაც მატყლი სამხედრო ინდუსტრიაში გამოიყენებოდა, მისი რეალიზაცია ყველა ხარჯს გვინაზღაურებდა.“ -აცხადებენ ფერმერები.
სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ფორე თილიძე ამბობს, რომ მეცხვარეობაში შემოსავლები საგრძნობლად ეცემა.
,, საძოვრების და წყლის მოძიება უზარმაზარი პრობლემა ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფარა ზამთარში თბილი ადგილებისკენ გადაჰყავთ. თუ საკმარისი ბალახი არ იქნება, სად წავიყვანთ ცხვარს? ახლა წყალს დიდი ავზებით ვყიდულობთ,”- აცხადებს თილიძე.
მომზადებულია UNDP-ის მასალებზე დაყრდნობით.
(ფოტო – UNDP)