რას მოიცავს საძოვრების მდგრადი მართვა
ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში მომზადდა კვლევა, რომლის ფარგლებში შესწავლილია ვაშლოვანის ეროვნული პარკის საძოვრები. კვლევაში გამოვლენილია პარკის ყველაზე დეგრადირებული ტერიტორიები, საძოვრები დახარისხებულია დეგრადაციისა და პროდუქტიულობის მიხედვით; შემუშავებულია სარეაბილიტაციო და მართვის გეგმა, დადგენილია ალტერნატიული საძოვრები ვაშლოვანის ეროვნული პარკის გარეთ და შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები. შეფასებისას, გამოყენებულია უკვე არსებული ინფორმაცია და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული მონაცემები.
აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს 8,700 ჰა დეგრადირებული საძოვრების რეაბილიტაციასა და საძოვრების მდგრადი მართვის გამოცდილების დანერგვას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია. საძოვრების რეაბილიტაცია ითვალისწინებს მიწის მდგრადი მართვის გამოცდილების დანერგვა; ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. შედეგები ამ დროისთვის თავდაპირველი სამუშაოების ჩასატარებლად, გაეროს განვითარების პროგრამამ ჩამოაყალიბა პროექტის მართვის გუნდი.
განისაზღვრა თანამშრომლობის სფეროები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან: საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, წამყვანი ქართული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES და საერთაშორისო პარტნიორები WWF და USAID.
მომზადებულია UNDP-ის მასალებზე დაყრდნობით.
(ფოტო – UNDP)