საზოგადოებრივი საბჭო ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ანგარიშს 10 დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს
საზოგადოებრივი საბჭო ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ანგარიშს 10 დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო 2012 წელს ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს უახლოესი 10 დღის განმავლობაში წარმოადგენს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ანგარიში უკვე მზად არის. ომბუდსმენის თქმით, საბჭომ აღნიშნული ანგარიშის მოსამზადებლად ერთი წლის განმავლობაში იმუშავა. “ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით დოკუმენტირებულ ფაქტებს, რაც გადამოწმდა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ლაფანუყურთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისთვის, რათა დადგეს ობიექტური შედეგი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენი არ აკონკრეტებს იკვეთება თუ არა მასალების შესწავლის შედეგად ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. ლაფანყურის სპეცოპერაციისას 3 სპეცრაზმელი დაიღუპა არჩილ ჩოხელი, ვლადიმერ ხვედელიძე და სოლომონ წიკლაური და შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი.