ახალი ამბები

კახეთში თოვს, გზები მოყინულია

კახეთის რეგიონის ცენტრალური გზატკეცილების მაღალმთიან ზონებში საღამოს 5 საათიდან გადაუღებლად თოვს. გზებზე ტექნიკური მარილი არ ყრია, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობას ართულებს. 

ამჟამად ლიპყინულია პატარძეულისა და  გომბორის გზატკეცილის მაღალმთიან ტრასებზე. მოძრაობა შეუზღუდავია, თუმცა მძოლები ამბობენ, რომ ზაფხულის საბურავებიან მანქანებს გადაადგილება უჭირთ. 

დღეს დილიდან სინოპტიოსები ამინდის გაუარესებას ელოდნენ, რაც გამართლდა. წიანსწარი ინფორმაციით, ხვალ ამინდის გაუმჯობესებას არ ელიან. თოვლი და ზოგან მცირე ნალექია  მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზის მონაცემებით, ხვალ მოთოვს. ტემპეტარურა თელავში +1 დან -1 იმერყევებს. გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდება, თუმცა მაღალმთიან ზონებში მძღოლები ღამის საათებში  სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.