პარლამენტი დღეიდან ფარული მოსმენების “გასაღების” ფლობაზე ორი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს
პროექტები განსახილველად ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გავა.
როგორც ცნობილია, ბიუროს გადაწყეტილებით, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს პროექტებთან დაკავშირებით წამყვანი კომიტეტის რანგში გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა, ამიტომ ხმალაძის კომიტეტი მხოლოდ სავალდებულო დასკვნას დაწერს, წამყვანი კი, ეკა ბესელიას კომიტეტი იქნება.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტი ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი “გასაღები” შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. ავტორთა მტკიცებით, მათი პროექტით გათვალისწინებულია ორი მნიშვნელოვანი რამ – ადამიანის უფლებების დაცვა პირადი ცხოვრების ხელყოფისგან და სახელმწიფო უსაფრთხოება.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტის ფარგლებში ცვლილებები შედის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”, “ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ” კანონებში და “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”.