დღეს თელავში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გაიმართება
აქცია სახელწოდებით – „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე,“ საქართველოს 11 ქალაქში ერთდროულად გაიმართება.
ლიკა ძამუკაშვილი, აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი თელავში: ,,ქალებზე ძალადობა ჩვენი, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია. დღეს ჩვენს გარშემო, ნაცნობებში, მეგობრებში ქალებზე ძალადობენ, ყოველდღე. ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად. მოძალადეს არ აქვს ერთი პროფილი – მაღალი ან დაბალი, მდიდარი ან ღარიბი, განათლებული ან გაუნათლებელი- მოძალადეები არსებობენ ყველა სოციალურ ფენაში. ძალადობისგან დაცული არავინაა. 25-ში შეკრების ადგილია თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორია”.