ახალი ამბები

ბიზნესმენები რეგიონებში გააქტიურებისათვის წინაპირობებს აყენებენ

პრემიერის თქმით, ძალიან მალე, მოსახლეობას, ბიზნესმენებს, კერძო სექტორს რეგიონების განვითარების გეგმას წარუდგენენ სადაც გაწერილი იქნება თითოეული რეგიონის, სოფლის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 
„არქი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომელიც პროექტებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონში ახორციელებს, „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ განვითარების კონცეფციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ ადგილობრივი წვრლილი მეწარმეებისთვისაც.
ილია წულაიას თქმით, „არქი ჯგუფი“ სასტუმროს ფლობს რაჭაში და უახლოეს მომავალში ფიქრობს ყველის მეურნეობის განვითარებასაც. მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმისათვის, რომ ინტერესი მეტად გაღვივდეს აუცილებელია. 
ილია წულაიას თქმითვე, ბუნებრივია როდესაც რეგიონში შედიხარ მოკლევადიან ინვესტიციაზე და გათვლაზე ვერ იფიქრებ და „არქი ჯგუფიც“ გარდა მოგების მიღებისა, ქვეყნის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს. 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, რომელიც ამჟამად ტურისტულ ბიზნესშია ამბობს, რომ ძირითადი სანახობები რეგიონებშია გადანაწილებული, თუმცა ყველა რეგიონში ეს არ ხდება. 
ამიტომ სიდამონიძის თქმით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა იყოს დახვეწილი რომ მომავალში ბიზნესმენისთვის უფრო მეტად გახდეს საინტერესო. მისივე განცხადებით, მაგალითად სასტუმროების ბიზნესს, რეგიონებში სეზონურობა ახასიათებს და არასეზონის განმავლობაში სასტუმროს შენახვის ხარჯები ძალიან დიდია. ამიტომ მთავრობას შეუძლია რომ ამ მიმართულებაზე საკანონდებლო შეღავათები აამოქმედოს. 
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, კი მხოლოდ მოწოდება, რეგიონებში გასააქტიურებლად საკმარისი არ არის.