ახალი ამბები

პრემიერი ბიზნესმენებს მოუწოდებს, რეგიონების განვითარებაში აქტიურად ჩაერთონ

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა უახლოეს მომავალში მთავრობა რეგიონების განვითარების კონცეფციას წარადგენს.
,,ჩემი მთავარი ყურადღება მიმართულია იქნება რეგიონების განვითარებაზე. ჩვენ ვმუშაობთ და შევქმენით სახელმწიფო კომისია რეგიონების განვითარების და ძალიან მალე ჩვენ წარვუდგენთ მოსახლეობას, ბიზნესმენებს, კერძო სექტორს რეგიონების განვითარების კონცეფციას. ეს იქნება კარგად გაწერილი თითოეულ რეგიონზე, რაიონზე, სოფელზე მორგებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”, – განაცახდა ღარიბაშვილმა.
ამასთან პრემიერმა ბიზნესმენებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ რეგიონების განვითარების პროცესში. 
,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ბიზნესმენებს ვინაიდან სახელემწიფოს, მთავრობას, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობები, რესურსები გაგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ამ პროექტში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ბიზნესი სრულად თავისუფალია.”
რამდენიმე თვის წინ, მსგავსი შინაარსის თხოვნით ბიზნესმენებს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემაც მიმართა.
„მე მინდა, მივმართო ჩვენს ბიზნესმენებს – ყოველმა ბიზნესმენმა უნდა აიღოს თავის თავზე რომელიმე რაიონი, იქნება ეს მთა თუ არა. მათ უნდა აიღონ თავიანთ თავზე და დაეხმარონ რაიონების მატერიალურ განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ბიზნესმენი შეისმენს ჩემს მოწოდებას და ჩვენი საქართველო იქნება ბედნიერი.”– განაცხადა ილია მეორემ.