ახალი ამბები

მთავრობა რეგიონების განვითარების კონცეფციაზე მუშაობს

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება იქნება. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობა რეგიონების განვითარების კონცეფციას წარადგენს:
,,ჩემი მთავარი ყურადღება მიმართულია იქნება რეგიონების განვითარებაზე. ჩვენ ვმუშაობთ და შევქმენით სახელმწიფო კომისია რეგიონების განვითარების და ძალიან მალე ჩვენ წარვუდგენთ მოსახლეობას, ბიზნესმენებს, კერძო სექტორს რეგიონების განვითარების კონცეფციას. ეს იქნება კარგად გაწერილი თითოეულ რეგიონზე, რაიონზე, სოფელზე მორგებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”, – განაცახდა ღარიბაშვილმა.
ამასთან პრემიერმა ბიზნესმენებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ რეგიონების განვითარების პროცესში.
,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ბიზნესმენებს ვინაიდან სახელემწიფოს, მთავრობას, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობები, რესურსები გაგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ამ პროექტში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ბიზნესი სრულად თავისუფალია.