ჰონგკონგში “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა” ორქოს მედლით დაჯილდოვდა
კომპანიის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ისინი ჩინეთში გამართულ ყველა გამოფენაში მონაწილეობენ და ქართულ ღვინოს პოპულარიზაციას უწევენ.
ჩხაიძის განცხადებით, ჰონგკონგში კომპანიამ, ღვინის გამოფენაზე, ხუთი მედალი აიღო. „საფერავი მუსკატმა“ ოქროს მედალი მოიპოვა და ვერცხლის მედლით კი 17 წლიანი „ძველი კახეთი“ დაჯილდოვდა.
„ჩინელ ხალხს ღვინო აინტერესებს. ეს მათთვის სიახლეა. ბოლო 5 წელია, რაც მათთან ღვინის სმა შემოვიდა. მათ აქვთ ყურძნის გადამამუშავებელი თავიანთი საწარმოები და სულ ამრავლებენ ვენახს. შესაბამისად, ღვინის რაოდენობაც იზრდება, თუმცა მათთვის ძირითადი მაინც არის იმპორტი და საქრათველოს ამ ბაზრის მცირე წილი მაინც უკავია “ – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.