მთავრობა სოფლის მეურნეობაში კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარებას გეგმავს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას შეფასებით, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი სირთულეების დაძლევისა და უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის ქმედითი ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო.
„მოგეხსენებათ, კავკასია საერთაშორისო მნიშვნელობის ეკო-რეგიონია. ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყანაში თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის განვითარება; თანამშრომლობა
საერათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების აქტიური ჩართულობა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში ცალსახადაა აღნიშნული გლობალური კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო პრევენციული და საადაპტაციო ზომების შემუშავების აუცილებლობა და შემდგომ მათი განხორციელების უზრუნველყოფის მნიშვნელობა.