საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით მთავრობის ეფექტიანობა 10 პროცენტით გაიზარდა
გაერო-ს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა (IFAD) მსოფლიო ბანკის მეგა-პროექტის The Worldwide Governance Indicators (WGI) ფარგლებში საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა შეაფასა.
IFAD-ის მიერ მსოფლიო მთავრობების ეფექტიანობა შეფასდა ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა “სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საჯარო რესურსების განაწილება და მენეჯმენტი”.
გაერო-ს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) შეფასებით, 2013 წლის საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დონე წლიური გაანგარიშებით, მკვეთრად, 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 75% შეადგინა. IFAD-ი ექსპერტიზის მიხედვით 2012 წელს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა 65% იყო.
IFAD-ი ს ექსპერტიზის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს 2013 წლის მთავრობის ეფექტიანობა წინა 9 წლის (2004-2012 წლები) საშუალო მაჩვენებელს 11,5 პროცენტული პუნქტით აღემატება და 75%-ს შეადგენს.