ეროვნული გმირის, ახმეტელი გიორგი ანწუხელიძის დედა გარდაიცვალა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
დღეს დილით ლილი ანწუხელიძე 59 წლის ასაკში, გულის ინფარქტით გარდაიცვალა. მას ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს.