დღეს ახმეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყდება
კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია შეუწყდება ახმეტის რ-ნის რამდენიმე სოფელს.
11:00-დან 11:30 სთ-მდე ელექტროენერგია შეუწყდება სოფელ მატანს, 11:30-დან 12:00 სთ-მდე პანკისის ხეობას, 12:00-დან 12:30 სთ-მდე ზემო ალვანს და 12:30-დან 13:00 სთ-მდე ქ. ახმეტა – II -ს.
სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის.