ახალი ამბები

საჯარო სამსახურებში შრომის ანაზღურება 205 მილიონი ლარით გაიზარდა

ხადურის ინფორმაციით, შრომის ანაზღაურების ნაწილში ზრდა ძირითადად ძალოვანი უწყებების ხელფასებზე და წოდებრივ სარგოებზე მოდის.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2012 წელთან შედარებით პრემიების რაოდენობა 25 მილიონი ლარით, ხოლო დანამატები 4 მილიონი ლარით არის შემცირებული.
,,ხელფასები გაზრდილია თავდაცვის სამინისტროში. კერძოდ, ჯარისკაცების ხელფასები გაიზარდა 39 პროცენტით ,შსს–ში 13 პროცენტით, სასამართლო სისტემაში –70 პროცენტით, სასჯელჯელაღსულების სამინისტორიშ– 37 პროცენტით, -პროკურატურაში –56 პროცენტით”,- განაცხადა ხადურმა.
საქართველოს პირველი ფინანსისტის განცხადებითვე, მომავალ წელს დაგეგმილია პედაგოგთა ხელფასების გაზრდაც.