ახალი ამბები

არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაზე ბრალეულობა გამოიკვეთა

არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაზე ბრალეულობა გამოიკვეთა კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ძალადობის შემთხვევაზე, რომელიც მე-7 კლასელი მოსწავლე გოგონას გაუპატიურებას ეხებოდა, ამავე სკოლის მე-8 კლასის ორი მოსწავლე ბიჭის ბრალეულობა იკვეთება.
გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას. იურისტების განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის მე–80 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.
შესაბამისად, იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოძალადე 13 წლის არის, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. რაც შეეხება მეორეს, იგი 14 წლის არის, თუმცა knews.ge – ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე იგი არ არის დაკავებული.
რაც შეეხება დაზარალებულ 12 წლის გოგონას, გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამ დრომდე სკოლაში არ გამოჩენილა.