სოფელ კოლაგში ავტოავარიის შედეგად პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ავტოავარიის შედეგად პატრულ-ინსპექტორი გოჩა ომსარაშვილი გარდაიცვალა. Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უფროსის მოადგილემ შორენა ჯახუამ განუცხადა, მომხდარს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის პრესსმსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, გამთენიისას, მოხდა.
გოჩა ომსარაშვილი მანქანას თავად მართავდა. სოფელ კოლაგის მონაკვეთზე პოლიციის თანამშრომელი ათ მეტრის თხრილში გადავარდა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის პრესსმსახურის ინფორმაციით, ომსარაშვილი 45 წლის იყო.
knews.ge-ს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავებას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.
გურჯაანი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თხრილი იყო გაჭრილი:
„ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთვევა. საქმის გამოძიებისას პროკურატურა დაადგენს ავტოავარიის დეტალებს“, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში.