კახეთში ოპტიმალური ხორბლის ჯიშების გამოყვანის პროექტი დაიწყო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, (გაზისა და ნავთობის ამერიკული კომპანია ,,ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი’’ ნავთობისა და გაზის სექტორში მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ერთ-ერთ ძირითად რაიონში) სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტს იწყებს.
პროექტი, რომელიც კახეთის რეგიონში, ხორბლის მოსავლიანობის ზრდას ისახავს მიზნად, ტეხასის სოფლის მეურნეობისა და საინჟინრო უნივერსიტეტის მარცვლეულის ბანკში არსებული ხორბლის ნატურალური ჯიშებს გამოიყვანს, რათა დადასტურდეს მისი გამოყენების მაღალი პროდუქტიულობა კახეთის რეგიონში.
პროექტის საბოლოო მიზანია საუკეთესო მარცვლეულის შერჩევა კახეთის სოფლის მეურნეობის პირობებში საუკეთესო მოსავლის მისაღებად და ასევე, კახეთის რეგიონისათვის, ოპტიმალური ხორბლის ჯიშების გამოყვანა, რომელიც განხორციელდება სრულიად ნატურალური, ყოველგვარი გენეტიკური მოდიფიცირების გარეშე.