არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაზე რამდენიმე მოზარდი დაიკითხა
კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ძალობის შემთხვევას, რომელიც მოსწავლე გოგონას გაუპატიურებას ეხებოდა, პოლიცია იძიებს. საქმე ეხება ჯგუფური გაუპატიურების მცდელობას, რომელიც სავარაუდოდ მე-8 კლასის ბიჭების მიერ არის ჩადენილი.
გოგონა ბებიასთან ერთად იზრდება. ოჯახი კი სოციალურად დაუცველთა შეღავათით სარგებლობს. მომხდარი ფაქტი დღეს, ტელეკომპანია „გურჯაანის“ მიერ გახმაურდა. სკოლის დირექცია საქმის გარემოებებზე პასუხისმგებლობას იმ მოტივით იხსნის, რომ შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
უკვე ცნობილია, რომ ჯგუფური გაუპატიურებისათვის ეჭვმიტანილები და მათი მშობლები პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებამდე დაკითხვაზე იმყოფებიან.
სოციალური უზრუნველყოფის სამსახური საქმის კურსშია. უწყებაში „კახეთის ხმის“ ჟურნალისტს დაუდასტურეს, რომ გოგონას დახმარებას ამჟამად უკვე უწევენ. ამავე დროს, მას ფსიქოლოგის დახმარებაც გაეწევა. ოჯახი აქამდე სოციალურად დაუცველთა სტანდარტულ დახმარებას იღებდა. როგორც წინასწარ გავარკვიეთ, გოგონაზე ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც გამოიკვეთა, თუმცა არ არის დაზუსტებული. გაუპატიურების შემთხვევა სკოლასთან მოხდა. საქმეში შინაგანს საქმეთა და განათლების სამინისტროები ჩაერთვნენ. უფლებადამცველები სახელმწიფოსა და შესაბამისი პირებისგან გოგონას დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ. მედია ექსპერტები ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ, რომელთაც სიუჟეტის გავრცელებისას მოზარდის უფლებები და მედიის პროფესიული ეთიკის საკითხები დაარღვიეს. ფაქტს უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაიაც გამოეხმაურა და სახელმწოფო ორგანიებიდან გოგონას დაუყოვნებლივი დახმარება მოითხოვა.