თელავში პილოტური გენდერული ინიციატივის შესახებ შეხვედრა ჩატარდა
შეხვედრას ბიზნესმენი და ფერმერი ქალები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ შეხვედრაზე დამსწრე ქალებს საგრანტო პროექტის შესახებ ესაუბრეს.
საგრანტო კომპონენტის ხელმძღვანელის, ზაალ ხომერიკის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ორი თვის წინ დაიწყო რომლის ფარგლებშიც ქალმა ბიზნესმენებმა და მენეჯერებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს.
აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ, რომელიც ფერმერი ქალების ბიზნესში ჩართვას შეეხება.