ორგანიზაციამ ,,ადამიანი გაჭირვებაში’’ თელავში შეხვედრა გამართა
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციამ, ,,ადამიანი გაჭირვებაში’’, თელავში, ქალთა და ახალგაზრდობის გაძლიერების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გამართა. ,,ახალგაზრდობის ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების’’ პროექტს საქართველოში სოფლიო ბანკი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ანხორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საფუძველი ჩაუყაროს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და ინკლუზიური განვითარების მექანიზმების გაძლიერებას, ასევე, ხელი შეუწყოს თანამომნაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. პროექტის მენეჯრის, ლია კუხიანიძეს თქმით, აღნიშნული პროგრამის საერთო ღირებულება 500 ათას აშშ დოლარს შეადგენს.