ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა

ჟურნალისტის, ლალი მეხრიშვილი, ინფორმაციით ქალბატონი საკუთარმა მეუღლემ დემნა კარატიანმა შელაპარაკების ნიადაგზე სასტიკად სცემა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი გამუდმებით სვამს და ცოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
როგორვ დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში აცხადებენ, ქალბატონი საავადმყოფოში ზაფხულშიც მოხვდა, რომელსაც ძლიერი ფსიქოტროპული წამლები შოკური მდომარეობის გამო ჰქონდა მიღებული. 
მეუღლის ცემის ფაქტზე, გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს. დაზარალებულის მეზობლების თქმით, ამ დროისთვის მამაკაცი მიმალვაში იმყოფება.