ახალი ამბები

სურსათი 9% – ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემების მიხედვით სურსათისგან განსხვავებით სურსათისგან განსხვავებით, 13-დან 18 %-მდე გაიაფდა ტანსაცმელი. 
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაციაზე გავლენა ყველაზე მეტად სურსათის გაძვირებამ მოახდინა, რომლის ფასები 9 % –ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. მაგალითად, საზამთრო გაძვირდა ორნახევარჯერ. 40 – 50 % –ით მოიმატა ბოსტნეულის ფასებმა, რძის და ხორცის პროდუქტებმა. ძირითადად ეს განპირობებული იყო არახელსაყრელი კლიმატის, ანუ გვალვის გამო.
,,მორწყვის შესაძლებლობა რომ გვქონოდა თავის დროზე ხარისხიც და მოსავალი უფრო კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ, წელს დიდი სიცხე იყო, 10 ტონა კარტოფილის ნაცვლად, 5 ტონა მივიღეთ. ძლივს ვფარავთ დანახარჯებს,’’ ,,4 ტონა სათესლე მასალა დავთესე ერთ ჰექტარზე და მხოლოდ 5 ტონა ავიღე. არადა, კილოგრამში თითქმის 3 ლარი მივეცი.წელს ძალიან დავზარალდი, ცუდი მოსავალი მოვიდა. მაშინ, როდესაც შარსან 30 ტონა კარტოფილი ავიღე,’’–აცხადებენ მცირე მეწარმეები.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით,მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი, სადაც ფასების ზრდა დაფიქსირდა ჯანდაცვაა. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს შარშანდელთან შედარებით 13 % -ით გაძვირდა სისხლძარღვთა გასაფართოებელი მედიკამენტები, ეგრეთწოდებული წნევის წამლები, დაახლოებით ამდენივე %-ით მოიმატა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, 11 %-ით გაძვირდა საჭმლის მომნელებელი პრეპარატები, ასევე გაძვირდა ვიტამინები, ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები და ა. შ. ანუ პრაქტიკულად, ოფიციალურად დასტურდება, რომ მედიკამენტები გაძვირდა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი სავაჭრო ქსელები ამას დაბეჯითებით უარყოფდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში.