ახალი ამბები

თელავში დემოგრაფიულმა ფონდმა შეხვედრა გამართა

შეხვედრას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, კახეთის გუბერნატორი და მოსახლეობა ესწრებოდა.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პრემიერის მრჩეველის დემოგრაფიულ საკითხებში დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეხვედრა 6 რეგიონში ჩატარდება. აღნიშნულ 6 რეგიონში პრემიერის ინიციატივით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, იმ ოჯახებს, რომლებსაც მესამე და შემდეგი შვილი ჰყავთ, სახელმწიფო ფულად დახმარებას უწევს. 
დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობას ესაუბრა საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებმაც მისი განმარტებით, უკვე დადებითად შეცვალა ქვეყანაში არსებული ნეგატიური დემოგარფიული ფონი.
რეგიონალური შეხვედრები მიზნად ისახავს საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების და ამასთანავე, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას.