“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია დატოვეს
აღნიშნული პარტიის მხრიდან კოალიციის დატოვებას წინ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები უძღოდა.
პარტია 2009 წელს ჩამოყალიბდა. პარტია იყო წევრი პოლიტიკური ალიანსისა “ალიანსი საქართველოსთვის”. ალიანსი ერთ-ერთი მონაწილე იყო საპროტესტო აქციებისა 2009 წლის 9 აპრილიდან 26 მაისამდე, რომელთა მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იყო.
2009 წლის 22 სექტემბერს ალიანსმა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მერის კანდიდატურაზე ალიანსის ლიდერი, ირაკლი ალასანია, წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ – ყოფილ სახალხო დაცველი – სოზარ სუბარი.
2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში ალიანსი გავიდა თბილისის მასშტაბით მეორე, ხოლო ქვეყნის მასშტაბის მესამე ადგილზე. ირაკლი ალასანიამ ხმათა 19% მიიღო. 2010 წლის ივლისში ალიანსი დაიშალა. 2011 წლიდან პარტია ბიძინა ივანიშვილის კოალიცია “ქართული ოცნების” წევრია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა, პარტიამ კი პარლამენტში 11 წევრიანი ფრაქცია შექმნა. პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევრიპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

