ახალი ამბები

თელავში ფესტივალმა ,,NEW-ნადიმი” კონფერენცია ,,ახალი საჯარო სივრცეები” გამართა

კონფერენციის ფარგლებში საკუთარი პრეზენტაცია “ფონდმა სალონმა” (პოლონეთი), “თანამედროვე ხელოვნების სივრცემ” ბათუმი და ორგანიზაციამ “არტ ტრეველ” ( უკრაინა) წარმოადგინეს.
კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს თუ როგორ შექნეს და განავითარეს საკუთარი სივრცეები, როგორ თანამშრომლობენ სხვა ინსტიტუციებთან, საჯარო სტრუქტურებთან და ბიზნეს სექტორთან.
,,მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონფერენციის შემდეგ, აქ დამსწრე საზოგადოება ისეთ გამოცდილებას და ინფორმაციას, მიიღებს, რომ აუცილებლად დაფიქრდებიან ახალი საჯარო სივრცეების მოძიებაზე და კრეატიული იდეების განხორციელებაზე. ეს კი დაუდებს საფუძველს იმას, რომ თელავში მალე გაჩნდეს ახალი სივრცე”,- განუცხადა knews.ge-ს თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.